თავში

მონეტარული პოლიტიკის შერბილებას 2021 წლის მეორე ნახევრამდე არ ელიან

მონეტარული პოლიტიკის შერბილებას 2021 წლის მეორე ნახევრამდე არ ელიან

2021 წლის მეორე ნახევრამდე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ არის მოსალოდნელი.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპილატის" მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, საგარეო დაფინანსების არსებული გეგმის პირობებში სავალუტო ინტერვენციების გასაგრძელებლად რესურსი საკმარისია, თუმცა, ევრობონდის დაფარვის გეგმა გარკვეულ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ლარის ეფექტური კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში ინფლაცია მომდევნო თვეებში სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს დარჩება.

"მიუხედავად ლირის და რუბლის გაუფასურებისა, ლარის ეფექტური კურსი არ გამყარებულა. რეგიონის ვალუტების არსებულ დონეზე შენარჩუნება და სავალუტო ინტერვენციების გაგრძელება ლარის არსებულ დონესთან ახლოს შენარჩუნების წინაპირობაა, “- ვკითხულობთ კვლევაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system