თავში

მონეტარული პოლიტიკის სიდიდით საქართველო რეგიონში მეორეა

მონეტარული პოლიტიკის სიდიდით საქართველო რეგიონში მეორეა
მონეტარული პოლიტიკის სიდიდით საქართველო რეგიონში მეორეა

ეროვნული ბანკის გაადწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით სპეციალისტები ნეგატიურად აფასებენ. როგორც ანალიტიკოსი ნიკა შენგელია report.ge-თან ამბობს, რეგიონში საქართველოს პოზიციები ისედაც არასახარბიელო იყო და კიდევ უფრო გიაუარესა. აღმოჩნდა, რომ გარდა თურქეთისა, ბოლო პერიოდში საქართველო და დანარჩენი მეზობელი ქვეყნების ცენტრალური ბანკები ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის გატარებას განაგრძობენ. 

საქართველოს ეროვნული ბანკის  მიერ აღებულ ფულად-საკრედიტო კურსს ნიკა შენგელია მწვავედ აკრიტიკებს.  

,,არასწორად მიგვაჩნია ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი წლების განმავლობაში აწარმოებს, ვგულისხმობ მაღალ საპროცცენტო განაკვეთებს. ჩვენს სამეზობლოში და ევროპაშიც სესხები დაბალ პროცენტებში გაიცემა. როცა ეკონომიკა რეცესიაშია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები არანაირად არ უწყობენ ხელს ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და შედეგიც სახეზეა. ამ ეტაპზე რეგიონში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი - 10,25% თურქეთს აქვს, ჩვენ მეორე ადგილზე ვიმყოფებით, 6,25%-ის ფარგლებშია ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში 5,5%-ია, რუსეთში ყველაზე დაბალ დონეზეა -4,25%-ს შეადგენს. ჩვენ, სამწუხაროდ, ათეულობით წელია, ერთსა და იმავე წრეზე ვართ. მეორე ადგილზე ვართ საპროცენტო განაკვეთის სიდიდის მიხედვით. ამ დროს მონეტარული პოლიტიკა ბიზნესის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. ფაქტობრივად ეს არის გადასახადი, რომელსაც ბანკები ეროვნულ ბანკს უხდიან და ამის გამო უძვირდება სესხები მომხმარებელსაც. სამომავლოდ, როცა ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება, რაც დიდი ალბათობით მოსალოდნელია, შეიძლება მონეტარული პოლიტიკა 9%-მდეც გაზარდონ. სულ პრობლემაში როგორ უნდა ვიყოთ, გადახედონ, რა მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში. რუსეთმა უკვე დაიწყო თავისი ფულის მოჭრა, ჩვენნაირ სიტუაციაში არავინ არ არის. სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ასე ბრმად არ უნდა ვითვალისწინებდეთ", - აცხადებს ნიკა შენგელია.

ამდენად, როგორც სპეციალისტები თვლიან, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ქვეყანაში ბიზნესის აქტიურობას შეასუსტებს. ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, სებ-ის გადაწყვეტილება შედეგს გრძელვადიან პერიოდში მოიტანს და პრობლემას განსაკუთრებით ბიზნესს შეუქმნის.

,,სებ-ის მხრიდან გამკაცრებისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება იწვევს ერთობლივი მოხმარების კლებას. შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების შესყიდვისთვის ნაკლები ფული დაიხარჯება, რაც ბიზნესის აქტიურობის შესუსტებას გამოიწვევს. ამით ეროვნული ბანკი ცდილობს გამოასწოროს შეცდომა, როცა ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა დაუშვა. ჩემი აზრით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას სჯობდა, მიეხედათ ლარისთვის და მკვეთრი გაუფასურების საშუალება არ მიეცათ. მექანიზმი მარტივია, კომერციული ბანკები სარგებლობენ ამ სესხით და გასცემენ კრედიტებს. როცა იზრდება განაკვეთი, შესაბამისად, ბანკები ზრდიან განაკვეთს და სესხი ძვირდება, ეს კი იწვევს ეკონომიკიდან ფულის ამოღებას. შედეგად მივიღებთ ორ რამეს - ინფლაციური პროცესის მოთოკვას და საერთო მოხმარების შემცირებას. სწორედ პირველს იმედოვნებს სებ-ი და უგულებელყოფს მეორე ძალიან მნიშვნელოვან მომენტს”, - აცხადებს report.ge-თან ლია ელიავა.

ცნობისთვის, დღეს რეფინანსირების განაკვეთი 50 პუნქტით 8.5%-მდე გაიზარდა. საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტზე 2020 წლის 5 აგვისტოს შემდეგაა. რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით მიმდინარე წლის აგვისტოში შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე უცვლელად მესამედ სექტემბერში, დღეს კი მეოთხედ დარჩა.(ნოემბერში, ოქტომბერსა და სექტემბერში).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system