თავში

მონტენეგრო - საჭადრაკო დაფა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის

მონტენეგრო - საჭადრაკო დაფა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის
მონტენეგრო - საჭადრაკო დაფა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის

2021 წლის მარტში მონტენეგროს მთავრობამ პრემიერ მინისტრის ზდრავკო კრივოკაპიჩის ხელმძღვანელობით ევროკავშირს სთხოვა ჩინეთიდან 1 მილიარდი აშშ დოლარის სესხის გადახდა, თუმცა ევროკომისიის სპიკერმა ანა პიზონერომ ეს წინადადება უარყო. ანუ ევროკავშირმა მონტენეგროს ჩინეთის მილიარდიანი ვალი არ დაუფარა, რიოს გამოც მონტენეგროს მთავრობა მალე შეიძლება დეფოლტის საშიშროების წინაშე დადგეს. საუბარია  China Exim Bank-საგან აღებულ 1.59 მილიარდი დოლარის სესხზე, რომელიც მონტენეგრომ სერბეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობისთვის 2014 წელს აიღო. კრედიტი ქვეყანამ წლიური 2 %-იანი განაკვეთით აიღო 20 წლის ვადით. გაუთვალისწინებელი სირთულეების გამო მშენებლობა დაყოვნდა და დღემდე არაა დასრულებული. სამშენებლო ხარჯები ისე გაიზარდა, რომ მონტენეგროს მთავრობა მალე შეიძლება დეფოლტის საშიშროების წინაშე დადგეს. თუ მონტენეგრო ამ სესხს ვერ გაისტუმრებს, მისი ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და ქვეყნის გაწევრიანება ევროპის კავშირში გადაიდება.

ევროპის კავშირმა უარი უკვე განაცხადა, ჩინეთის მიმართ მონტენეგროს სასესხო დავალიანების დაფარვაზე, თუმცა მსოფლიო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროპას შეუძლია დაეხმაროს მონტენეგროს და შესთავაზოს სპეციალური გრანტები და საშეღავათო კრედიტები ევროპის საინვესტიციო ბანკში, რათა დაფაროს ჩინური ბანკიდან აღებული სესხი.

კონტრაქტის თანახმად, თუ მონტენეგრო არ დაფარავს სესხს, ჩინეთმა შეიძლება მიიღოს მონტენეგროს ტერიტორიაზე თავისუფალი დაშვების და პროექტების განხორციელების უფლება მთავრობის ნებართვის გარეშე. ეს კი, ანალიტიკოსების განმარტებით, ცუდი ნიშანი იქნება სხვა ქვეყნებისთვის და ხაზს გაუსვამს ჩინური კომპანიების აგრესიულ პოზიციას საზღვარგარეთ. მათი მტკიცებით, პატარა მონტენეგრო შეიძლება გახდეს მთავარი საჭადრაკო დაფა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ პეკინმა ეს შემთხვევა შეიძლება გამოიყენოს ბერკეტის სახით ევროპაში გავლენის გაძლიერებისათვის. მაგრამ, თუ ჩინეთი გადაწყვეტს გადახედოს თავის სახელშეკრულებო პოზიციებს მონტენეგროსთან, პეკინი გახდება საიმედო პარტნიორი ბალკანეთზე და ევროპაში, ხოლო „სარტყელი და გზა“ - უფრო მიმზიდველი ევროპის და სხვა რეგიონების ქვეყნებისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system