თავში

მოსახლეობა და ბიზნესი კომუნალური ტარიფების ზრდას ვერ იგრძნობს - თურნავა

მოსახლეობა და ბიზნესი კომუნალური ტარიფების ზრდას
მოსახლეობა და ბიზნესი კომუნალური ტარიფების ზრდას ვერ იგრძნობს - თურნავა

მოსახლეობა და ბიზნესი კომუნალური ტარიფების გაძვირებას ვერ იგრძნობს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავამ მთავრობის მიერ შემუშავებულ სუბსიდირების გეგმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შემდეგი 12 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი სრულად დაუსუბსიდირდება მოსახლეობას, რომელიც 300კვ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარს. წყლის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება ყველა სოციალურ ოჯახს და ამასთან, შემდგომი წლის განმავლობაში კომერციული ტარიფის ნაზარდის 50% დაუსუბსიდირდება ადგილობრივი კვების წარმოებას.

„რაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია და მთელი ამ წლების განმავლობაშიც ვაკეთებთ ეს არის, რომ დავიცვათ მოსახლეობა ტარიფის ზრდიდან. მივიღეთ გადაწყვეტილება და რამდენიც არ უნდა იყოს ტარიფის ზრდა მოსახლეობისთვის, შემდეგი 12 თვის განმავლობაში სრულად დავასუბსიდირებთ ტარიფის ნაზარდს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის - მათთვის, ვინც მოიხმარს 300 კვ/სთ ენერგიას თვეში და ასეთი არის 95% ჩვენი ოჯახების. მოსახლეობა პრაქტიკულად, ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობს და ჩვენ ამისთვის რესურსებს აუცილებლად წარვმართავთ.

ტარიფების გადახედვა ხდება არამხოლოდ მოსახლეობის, არამედ კომერციული მომხმარებლების ნაწილშიც. ყველაზე დიდი რისკი იმისა, რომ ელექტროენერგიის ზრდა აისახოს ფასებში, არის სწორედ კვების მრეწველობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომერციული ტარიფის ნაზარდის 50% შემდგომი წლის განმავლობაში დაუსუბსიდირდება ადგილობრივი კვების წარმოებას, აქედან გამომდინარე ეს წნეხი არ იქნება ასახული სამომხმარებლო ფასებში კვების პროდუქტებზე.

დღეს ასევე განიხილება წყლის მოხმარების ტარიფები თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში, იქაც ალბათ, იგივე მიზეზებიდან გამომდინარე მოსალოდნელია გარკვეული ტარიფების ზრდა, აქაც ჩვენ სრულად დავასუბსიდირებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომ მათ არ იგრძნონ ეს დამატებითი წნეხი“, - აღნიშნა მინისტრმა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system