თავში

მოსახლეობამ წიწიბურის მომარაგება დაიწყო

მოსახლეობამ წიწიბურის მომარაგება დაიწყო
მოსახლეობამ წიწიბურის მომარაგება დაიწყო

მოსახლეობამ წიწიბურის მომარაგება დაიწყო.ამის შესახებ ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში აცხადებენ. ასოციაციის პრეზიდენტი, სანდრო სუბელიანი, ვარაუდობს, რომ რეალიზაციის ტემპის ზრდა არსებულ მარაგებს დაგეგმილზე ადრე ამოწურავს. მისი ინფორმაციით, მაღაზიებში წიწიბურის გარკვეული მარაგი არის, თუმცა თუ იმპორტი სხვა ქვეყნებით არ ჩანაცვლდება, დეფიციტიც გაჩნდება და ისედაც გაზრდილი ფასი კიდევ გაიზრდება. 

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, საქართველოში წიწიბურას მარაგები საკმარისია და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. მისივე მტკიცებით, საქართველოს წიწიბურის 2 თვის მარაგი აქვს.

ცნობისთვის, რუსეთმა წიწიბურის საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება. გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.

რუსეთი საქართველოსთვის წიწიბურის თითქმის, 100%-იანი მომწოდებელია. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში პროდუქტის 99,9% რუსული წარმოებისაა. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, საქართველომ სულ 701 ათას 700 დოლარი წიწიბურა შეიძინა, საიდანაც, 701 ათას 400 დოლარის პროდუქტი სწორედ რუსეთიდან იმპორტირდა.

წელს საქართველომ წიწიბურა მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთში გაყიდა. წელს საქართველომ წიწიბურა ექსპორტზე მხოლოდ აზერბაიჯანში გაყიდა, ხოლო რუსეთში მისი რეექსპორტი განხორციელდა.

სამომხმარებლო ბაზრის მიმომხილველი ექსპერტები, ასევე იმპორტიორები, წიწიბურას მასშტაბურ გაძვირებას აანონსებენ. სპეციალისტების ნაწილი ამტკიცებს, რომ რუსეთი წიწიბურის წარმოებაში მონოპოლისტი არაა, ამიტომ მისი მხრიდან ექსპორტის აკრძალვა პრობლემა არ არის. მათი მტკიცებით, შესაძლოა, ალტერნატიული ბაზრებიდან მოწოდებული პროდუქტი შედარებით ძვირი იყოს, თუმცა, თუ წიწიბურა რამდენიმე ბაზრიდან შემოვა, ფასი დაბალანსდება.

ცნობისთვის, პანდემიის პირველი შემოტევის დროს, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყომ რომლითაც იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირება მოხდა ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო. გასული წლის ოქტომბრიდან მთავრობამ სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირება შეწყვიტა.

როგორ კეთდება წიწიბურას ბიზნესი, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system