თავში

ნათია თურნავა: მოსახლეობას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის იმედი

მოსახლეობას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის იმედი
ნათია თურნავა: მოსახლეობას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის იმედი

ნათია თურნავა - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, საქართველოს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის იმედი

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, საქართველოს ყოველთვის აქვს და უნდა ჰქონდეს ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის იმედი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვის შესახებ კომენტარისას განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ქველმოქმედი, რომელიც სწორედ მაშინ უდგას ქართველ ერს გვერდში, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ეს არაერთხელ დადასტურდა და ახლაც, როდესაც ასეთი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო და რა თქმა უნდა, საქართველოც, როგორც მსოფლიოს ნაწილი, ეს იყო ძალიან საჭირო, დროული დახმარება და უღრმესი მადლობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

ბოლო მონაცემებით, StopCov ფონდში 124 543 899 ლარია მობილიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system