თავში

მოსახლეობის აზრით, ტურიზმი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეა - NDI

მოსახლეობის აზრით, ტურიზმი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეა - NDI
მოსახლეობის აზრით, ტურიზმი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეა - NDI

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილი გამოაქვეყნეს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1% ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ძლიერი მხარე ტექნოლოგიებია. 

გამოკითხულთა იგივე რაოდენობა მიიჩნევს, რომ ეკონომიკაში მომსახურების სფეროა ძლიერი მხარე. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონონიკის ყველაზე ძლიერი მხარეა. ამ პოზიციაზე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხული რესპონდენტების 48 %- ია. 31 % კი, მიიჩნევს რომ ეკონომიკაში დომინანტი სოფლის მეურნეობაა.

ტურიზმის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგის პერსპექტივაში, ეჭვი არ ეპარება გიდების ასოციაციის პრეზიდენტს ქეთი მელაძეს. როგორც მან Report,ge-ს განუცხადა, მიუხედავად რუსული ტურისტული სანქციებისა, გაძლიერებულმა საკომუნიკაციო კამპანიამ და ტურისტული სტრატეგიის განახლებამ, სფერო კრიზისული გართულებიდან სწრაფად გამოიყვანა და ქართულ ეკონომიკაში, მისი წილი მნიშვნელოვნად იზრდება. ქეთი მელაძე მიიჩნევს, რომ უკეთესი მარკეტინგული სტრატეგიის და შეფუთვის შედეგად, ტურიზმი ქართული ეკონომიკის უკონკურენტო დარგი გახდება.

საზოგადოებრივი განწყობიდან განსხვავებულია ოფიციალური სტატისტიკა, ბოლო მონაცემებით, საქართველოს მშპ-ში ტურიზმის პირდაპირი კონტრიბუცია 9.3% იყო.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ისკვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system