თავში

მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საყრდენი კედლის ასაშენებლად 400 ათას ლარამდე დაიხარჯება

მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის
მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საყრდენი კედლის ასაშენებლად 400 ათას ლარამდე  დაიხარჯება

ბერთუბანში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საყრდენი კედელი შენდება. ამის შესახებ Report.ge -ს თბილისის მერიიდან აცნობეს. გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე გზის ფრაგმენტი ჩაინგრა, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით კი საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყო.

სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 105 გრძივ მეტრზე ბეტონის კედელი აშენდება. პროექტის ფარგლებში, იგეგმება გზიდან ეზოსთან დამაკავშირებელი რკინა-ბეტონის კიბის მოწყობა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 376 877 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ოცნების სახლი“ ახორციელებს.

გრუნტის ჩამოშლის საფრთხის მოსახსნელად, წლის დასაწყისიდან დღემდე, გამგეობამ რაიონში ორი საყრდენი კედლის მშენებლობა უკვე დაასრულა, ბერთუბნის დასახლებაში კედლის მშენებლობა კი უახლოეს მომავალში დასრულდება.

გარდა ამისა, წელს ბერთუბნის დასახლებაში - წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩებზე, დაახლეობით, 3 000 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელიც მოეწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system