თავში

მოსავლის ფაროსანისგან დაცვა გრძელდება

მოსავლის ფაროსანისგან დაცვა გრძელდება
მოსავლის ფაროსანისგან დაცვა გრძელდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ინტენსიურად აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს სიმინდის მასივებში, სოფლისა და ტყის პერიმეტრზე, ჯაგნარებში. 

დღეისათვის დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეწამლულია 75 525.5 ჰა ფართობი, მათ შორის 33 137.75 ჰა სოფლის პერიმეტრი, 41091.50 ჰა სიმინდის მასივი და ჯაგნარი და 1296.25 ჰა ტყის პერიმეტრი; თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 180 720.00 ჰა ტერიტორია.

სააგენტოს განმარტებით, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე და ასევე ფუტკრის დაცვის მიზნით, თერმული ნისლით დამუშავება ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system