თავში

მოსწავლეების 90%-მდე საჯარო სკოლაში სწავლობს

მოსწავლეების 90%-მდე საჯარო სკოლაში სწავლობს
მოსწავლეების 90%-მდე საჯარო სკოლაში სწავლობს

IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ დღეისათვის მოსწავლეების თითქმის 90% საჯაროს სკოლაში სწავლობს. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად კერძო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა იზრდებოდა, მაგრამ COVID-19-ის პანდემიამ და მშპ-ს -6.2%-იანმა ვარდნამ 2020 წელს კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა -5%-ით შეამცირა.

ამასთან, IDFI აღნიშნავს, რომ პროფესიული პროგრამები სრულად ვერ პასუხობენ შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. ევროკავშირში მოსწავლეების თითქმის ნახევარი პროფესიულ სასწავლებლებს ირჩევს მე-9 კლასის შემდგომ, საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ია.

საქართველოს განათლების სისტემაში დისტანციური სწავლება პანდემიამდე არასდროს გამოუყენებიათ და ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა ახალ გამოწვევას. 2020 წელს, შინამეურნეობების 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი და 16%-ს კი ინტერნეტთან წვდომა. დისტანციური სასწავლო პროგრამა TEAMS-ით კი მასწავლებლებისა და მოსწავლეების 11%-ს საერთოდ არ უსარგებლიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system