თავში

მოსწავლეებმა ეკოლოგიური ნეფელომეტრი გამოიგონეს

მოსწავლეებმა ეკოლოგიური ნეფელომეტრი გამოიგონეს
მოსწავლეებმა ეკოლოგიური ნეფელომეტრი გამოიგონეს

2020 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე გასული გუნდი ,,მკვლევარი“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით აშშ-ში ტექნოლოგიების საზაფხულო ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს განმარტებით, გუნდი ,,მკვლევარი“ საგარეჯოსა და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგანა რის დაკომპლექტებული. მათ შექმნეს ეკოლოგიური ნეფელომეტრი, რომლის საშუალებითაც გარემოში არსებული მტვრის ნაწილაკების ოდენობის განსაზღვრა და მონიტორინგია შესაძლებელი.ხელსაწყო წარმოადგენს Arduino-ს ინტელექტუალური დაფის გარშემო ორგანიზებულ სისტემას, რომელიც სხვადასხვა მოდულებისა და მოწყობილობების გამოყენებით უზრუნველყოფს გაზომვის პროცესს დროში განსაზღვრული მიმდევრობებით და პროგრამული ალგორითმით. პროდუქტის მუშობის მექანიზმი და პრინციპი მკვეთრად განსხავავდება არსებული ძვირადღირებული გამზომი ხელსაწყოებისგან. მასში გაერთიანებულია, როგორც გარავიმეტრული, ასევე ნეფელომერტული მეთოდი.

ცნობისთვის, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას. კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system