თავში

ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს ფარდების ფულს 20-20 ლარს სთხოვენ

ფარდების ფულს 20-20 ლარს სთხოვენ
ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს ფარდების ფულს 20-20 ლარს სთხოვენ

"ბავშვს ფარდების ფული 20 ლარი დააბარეს,"- ამის შესახებ ქუთაისში მცხოვრები ნინო თვალავაძე სოციალურ ქსელში წერს.

მშობლის თქმით, ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლაში, ფარდების ფულს ფარულად და მოსწავლეებს კლასების მიხედვით, 20-დან 10-ლარამდე თხოვენ.

„ფარდებისთვის დაბალ კლასებში 10-10 ლარს აგროვებენ, მაღალკლასელებს 20-20 ლარს აბარებენ. ასევე, ორ-ორ ლარს აბარებენ მოსწავლეებს ინგლისურენოვანი აბრისთვის. მშობლები ხმამაღლა ვერ საუბრობენ, რადგან ბავშვების დაბულინგების ეშინიათ,“ - ამბობს ნინი თვალავაძე.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოსწავლეებისათვის თანხის მოთხოვნა აკრძალულია. მათივე თქმით, ფაქტით დაინტერესდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system