თავში

მოცვის თითქმის მთელი მოსავალი რუსეთში გაიყიდა

მოცვის თითქმის მთელი მოსავალი რუსეთში გაიყიდა
მოცვის თითქმის მთელი მოსავალი რუსეთში გაიყიდა

მოცვის მწარმოებლების ინფორმაციით, ქართული მოცვის მოსავალი, თითქმის 99% რუსეთში გაყიდეს. ამის მიზეზად პროდუქტის მწარმოებელი და ექსპორტიორი გიორგი ღვინიაშვილი რუსეთში მოცვის მაღალ ფასს ასახელებს. როგორც აღმოჩნდა, რუსეთში მოცვის ფასი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ევროპაში. ღვინიაშვილის თქმით, 1 კგ. მოცვი რუსულ ბაზარზე 6,5 დოლარად გაიყიდა, როცა ევროპაში ფასი 5 დოლარს არ აჭარბებდა.

,,რუსული ბაზრის მიმართ ექსპორტიორების ინტერესი ფასმა განსაზღვრა. კორონავირუსის გამო რუსეთს პროდუქტი ყველა ქვეყნიდან ვერ შეაქვს, ამიტომ მზად იყვნენ მეტი გადაეხადათ. ამიტომ ყველა ცდილობდა პროდუქტის რუსეთში გატანას. ცხადია, ევროპასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის, ბაზარი თავისუფალია და მწარმოებლებმა ფასის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი, რაც ლოგიკურია. შესაბამისად, რუსეთში ჩვენი პროდუქტის თითქმის 99% დაექსპორტირდა. ფასის გარდა, რუსული ბაზარი ტვირთების გადაზიდვების მხრივაც ხელსაყრელია, ექსპორტიორების გადაწყვეტილება ამითაც არის განპირობებული", - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა report.ge-თან.

ცნობისთვის, 2020 წლის განვლილ პერიოდში ექსპორტზე 650 ტ ლურჯი მოცვი გავიდა. East Fruit.ge-ის პროგნოზით, საქართველოს შესაძლოა, უახლოეს წლებში ლურჯი მოცვის უმსხვილესი 25 ექსპორტიორი ქვეყნის სიაში შევიდეს, თუ ის კენკროვანის წარმოებას დღეს არსებული ტემპებით გააგრძელებს.

გარდა ამისა, ანალიტიკოსი საუბრობს საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტის მკვეთრ ზრდაზე რუსეთში და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური სირთულეებისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირების მიუხედავად, ექსპორტის ასეთი ზრდა ამ კეკროვან კულტურაზე მზარდი მოთხოვნით არის განპირობებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system