თავში

მოვაჭრეები საცალო ვაჭრობის დაშვებას ითხოვენ

მოვაჭრეები საცალო ვაჭრობის დაშვებას ითხოვენ
მოვაჭრეები საცალო ვაჭრობის დაშვებას ითხოვენ

ყოფილი ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ამჟამად მხოლოდ საბითუმო ვაჭრობაა დაშვებულია. 

ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადგილზე მოქალაქეების დისტანციის დაცვას უზრუნველყოფენ. ტერიტორიაზე შემსვლელ მანქანებსა და სხვა საჭირო ტექნიკას დეზინფექცია უტარდება.

მოვაჭრეები აღჭურვილი არიან პირბადეებით, ხელთათმანებითა და ხალათებით, ასევე აქვთ სადეზინფექციო ხსნარები. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სადეზინფექციო სამუშაოები დღეში სამჯერ ჩატარდება.

უკმაყოფილოა საცალო ბაზრობის მოვაჭრეები. ისინი ვაჭრობის უფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მზად არიან, ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად დაიცვან. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ბაზრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ობიექტი მხოლოდ საბითუმო ვაჭრობაზეა ორიენტირებული.

კითხვაზე, თუ როდის განახლდება საცალო ვაჭრობა, ნათია მიქიაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

ცნობისთვის დღეს თელავის ბაზარი გახსნიდან სამ საათში დახურეს და ადმინისტრაციამ ბაზრობის მენეჯმენტი 3000 ლარითაც დაჯარიმდა. მიზეზი იყო სურსათის ეროვნული სააგენროს მიერ შემუშავებული მითითებების დარღვევა. ბაზარი რის ბოლომდე იფუნქციონირებს, რათა მოვაჭრეებმა მალფუჭებადი სურსათის რეალიზაცია შეძლონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system