თავში

მოვაჭრეებს სალარო აპარატების ვალდებულებას ისევ გადაუვადებენ

მოვაჭრეებს სალარო აპარატების ვალდებულებას ისევ გადაუვადებენ
მოვაჭრეებს სალარო აპარატების ვალდებულებას ისევ გადაუვადებენ

ბაზრობის ტერიტორიაზე სალარო-აპარატების გამოყენების ვალდებულებას კანონი, მინიმუმ, 1 წლით გადაავადებს. თუმცა საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" ინიციატივაა, კანონის ამოქმედევის ვადამ 2023 წლის 1 იანვრამდე გადაიწიოს. 

არსებული კანონმდებლობით, 2020 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებულია საქონლის მიწოდებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი. თუმცა, როგორც პარლამენტარი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, აღნიშნულ ვადაში კანონის ამოქმედება დააზარალებს მოვაჭრეებს, რადგან რეგულაციების რეალურად ამოქმედება სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. 

ჟორჟოლიანის განმარტებით, არსებული კანონმდებლობით 2020 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებულია საქონლის მიწოდებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი, რაც მთელ რიგ პრობლემას უკავშირდება.

,,მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების შესახებ 2017 წლიდან არის ცნობილი, როგორც კი კანონი ძალაში შევიდა და ვადაც განსიაზღვრა. თუმცა 2 წელი გადის და მოვაჭრეების 95%-ს სალარო აპარატები ისევ არ აქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით გვქონდა არაერთი შეხვედრა როგორც ბაზრობების ადმინისტრაციასთან, ასევე მოვაჭრეებთანაც და ყველა თანხმდება, რომ კანონის ამოქმედება პრობლემას შექმნის. მოსალოდნელია, როგორც სამუშაო ადგილების დაკარგვა და სოციალური ვითარების გაუარესება, აგრეთვე ბაზრობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან სალარო აპარატი მუშაობს დენზე და უსაფრთხოების ნორმის დაცვა ძალიან გაუჭირდებათ. მოკლე ჩართვის ან რაიმე უსაფრთხოების ნორმის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია გაჩნდეს ხანძარი. მაგალითად, მოკლე ჩართვა შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო ფიზიკურმა ზემოქმედებამ, აგრეთვე სადენების უხარისხობამ და სხვადასხვა დაზიანებებმა.  საქართველოში ისედაც  საკმაოდ ხშირია ბაზრობებზე ხანძრების გაჩენის შემთხვევები, რა დროსაც ეს ხალხი გამოუსწორებელ ფინანსურ ზარალს განიცდის. ცალკდე საკითხია მიზერული შემოსავალი, რის გამოც სალარო აპარატის შეძენის შესაძლებლობა ბევრს არ აქვს. მოცულობითი მასშტაბის სამუშაოებია განსახორციელებელი, რომ უსაფრთხოების ყველა პირობა თანამედროვე სტანდარტებს პასუხობდეს"- განუცხადა გია ჟორჟოლიანმა report.ge-ს.

მისი ინფორმაციით, ხელისუფლება აპირებს, რომ  კანონი 1 წლით გადავადდეს, რაც არასწორი დამოკიდებულებაა და ახალი ვალდებულება მოვაჭრეებს 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა დაუწესდეთ. 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას მოსაზრებით, წარმოდგენილი პროექტი პრინციპის დონეზე მისაღებია, თუმცა მოსაფიქრებელია, როგორ უნდა მოხდეს სტიმულირება, რომ სამი წლის შემდეგ აღნიშნული სექტორი შესაბამისად მომზადებული შეხვდეს კანონის ამოქმედებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system