თავში

მრიცხველების აღრიცხვის დისტანციური წესის დეტალები

მრიცხველების აღრიცხვის დისტანციური წესის დეტალები
მრიცხველების აღრიცხვის დისტანციური წესის დეტალები

მოქალაქეებს, რომელთა საცხოვრებელ ფართებში მდებარეობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მრიცხველები, შესაძლებლობა ეძლევათ, კომპანიის წარმომადგენლებს მრიცხველის ჩვენება ელექტრონული ფორმით მიაწოდონ. 

სემეკი მრიცხველებს დისტანციურად წაიკითხავს.

დეტალებს ენერგოომბუდსმენი განმარტავს.

სალომე ვარდიაშვილის თქმით, წაკითხვის დისტანციური წესის გამოუყენებლობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, განახორციელოს პირობითი დარიცხვა მომხმარებლის მიერ წინა პერიოდში დაფიქსირებული მოხმარების მიხედვით.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ნორმატიულ აქტებში, რომელიც მომხმარებელსა და მომსახურე კომპანიებს ახალ უფლება-მოვალეობებს უდგენს. ცვლილებები განხორციელდა ელექტროენერგიის (სიმძლავრის), ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში. კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომელთა საცხოვრებელ ფართებში მდებარეობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მრიცხველები, შესაძლებლობა ეძლევათ კომპანიის წარმომადგენლებს მრიცხველის ჩვენება ელექტრონული ფორმით მიაწოდონ, მაგალითად, ფოტოს, სმს შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნის გზით. წაკითხვის დისტანციური წესის გამოუყენებლობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, განახორციელოს პირობითი დარიცხვა მომხმარებლის მიერ წინა პერიოდში (წინა წლის იმავე თვეში ან წინა წლის მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში) დაფიქსირებული მოხმარების მიხედვით. ამასთანავე, კომისიამ იმსჯელა დეპოზიტების გამოყენების უფლებაზე და დაადგინა, ზოგიერთი კატეგორიის მომხმარებელი შეძლებს დეპოზიტის თანხა მიმართოს მიმდინარე დავალიანების დასაფარად.

ენერგოომბუდსმენის აპარატი აქტიურად აგრძელებს მუშაობას მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით. განცხადებები მიიღება ჩვეულ რეჟიმში, განსაკუთრებით, აქტიურად კი სოციალურ ქსელსა და ელექტრონულ ფოსტაზე. საზოგადოებრივი დამცველის სამსახური უპასუხებს ყველა მოქალაქის შეკითხვას და გაუწევს სათანადო სამართლებრივ კონსულტაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე“,-აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system