თავში

მშენებლობის დარგში დასაქმებულთა ხელფასი 19.7%-ით შემცირდა

მშენებლობის დარგში დასაქმებულთა ხელფასი 19.7%-ით შემცირდა
მშენებლობის დარგში დასაქმებულთა ხელფასი 19.7%-ით შემცირდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.6 პროცენტით შემცირდა. 

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.7 პროცენტიანი კლებით, რამაც -6.05 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 15.9 პროცენტიანი ზრდით, რაც 9.16 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system