თავში

მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4.3 პროცენტით შემცირდა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4.3 პროცენტით შემცირდა
მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4.3 პროცენტით შემცირდა

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.3 პროცენტით შემცირდა.

საქსტატის განმარტებით, ინდექსის შემცირება ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.3 პროცენტიანი კლებით. 

ამასთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც საქსტატის განმარტებით, ძირითადად, გამოწვეული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.5 პროცენტიანი ზრდით, ასევე სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტით ზრდით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system