თავში

მშენებლობის ჯამური კლება 20%-ია

მშენებლობის ჯამური კლება 20%-ია
მშენებლობის ჯამური კლება 20%-ია

"ლარის გაუფასურება სექტორისთვის რისკია. რადგან შემოსავლები უმეტესწილად ეროვნულ ვალუტაშია, ხოლო ხარჯების ნაწილი (მასალა, სესხი,ლიზინგი) უცხოურში," - ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" კვლევაში.

ორგანიზაციის შეფასებით, მაისიდან სამშენებლო სექტორში ეკონომიკური აქტივობა ნაწილობრივ აღდგება, გაგრძელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც სტიმულია სექტორისთვის, თუმცა შეფერხების და გადადების რისკი კვლავ მაღალია

"კერძო სექტორში ახალმშენებლობებზე შეფერხებები მეტადაა მოსალოდნელი (დეველოპმენტი, სასტუმროები, კომერციული უძრავი ქონება). დეველოპმენტის სექტორში მშენებლობის გაყიდვებზე დამოკიდებულების გამო ახალი მშენებლობების მეტად შეფერხებაა მოსალოდნელი. პროექტების ჩაბარების პროცესის გაზრდილი ეფექტურობა სექტორში ლიკვიდობის რისკებს შეამცირებს. ლარის გაუფასურება სექტორისთვის რისკია. რადგან შემოსავლები უმეტესწილად ეროვნულ ვალუტაშია, ხოლო ხარჯების ნაწილი (მასალა, სესხი,ლიზინგი) უცხოურში. ტენდერებით დაკონტრაქტებულ მშენებლობებზე მასალებზე გადახარჯვის ნაწილს (მაქს. კონტრაქტის 20%) სახელმწიფო აანაზღაურებს," - ვკითხულობთ "თიბისი კაპიტალის" მიმოხილვაში.

რა ტიპის მშენებლობები მიმდინარეობს და მშენებლობის და სამშენებლო მასალების სექტორული დინამიკა იხილეთ დიაგრამაზე:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system