თავში

მშპ 7.7 პროცენტით შემცირდა

მშპ 7.7 პროცენტით შემცირდა
მშპ 7.7 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.9 პროცენტია.

2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system