თავში

მშპ-ის კლების ტემპი, დიდი ალბათობით, შემცირდება

მშპ-ის კლების ტემპი, დიდი ალბათობით, შემცირდება
მშპ-ის კლების ტემპი, დიდი ალბათობით, შემცირდება

მომდევნო თვეებში მშპ-ს კიდევ უფრო ნაკლები წლიური კლებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" კვირის მიმოხლვაში. 

ორგანიზაცია ამ პროგნოზებს აკეთებს მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე დაყრდნობით.

"წინასწარი მონაცემების მიხედვით, აპრილში დაფიქსირებული წ/წ 16.6%-იანი კლების შემდეგ, მაისში რეალური მშპ წ/წ 13.5%-ით შემცირდა. კლება ეკონომიკის ყველა სექტორში დაფიქსირდა, ვინაიდან მაისშიც დიდწილად ეკონომიკა მკაცრი შეზღუდვების ფონზე აგრძელებდა ოპერირებას. აპრილთან შედარებით შემსუბუქებული მშპ-ს კლება მაისის ბოლოს შემსუბუქებული შეზღუდვებითაა განპირობებული. იმის გათვალისწინებით, რომ ივნისში შეზღუდვების მოხსნა გაგრძელდა და სექტორების უმეტესობამ აღადგინა ეკონომიკური აქტივობა,მომდევნო თვეებში მშპ-ს კიდევ უფრო ნაკლები წლიური კლებაა მოსალოდნელი," - ნათქვამია მიმოხილვაში.

მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენა დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 22.2%-ით შემცირებამ იქონია, უარყოფითად აისახა ასევე ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც. შემცირებულია მშენებლობის სექტორის ბრუნვაც. დაახლოებით 39%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი, 25%-ით არის შემცირებული ცემენტის და კლინკერის იმპორტი. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სამშენებლო მასალების, ავეჯის, ასევე ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წარმოების მოცულობის შემცირებასთან. ასევე შესამჩნევია პურ-პროდუქტების, საკონდიტრო ნაწარმის და სასმელების წარმოების მოცულობის შემცირება. ვაჭრობის დარგში კლება ძირითადად დაკავშირებულია ავტომობილებით ვაჭრობის შემცირებასთან. მაისში დაახლოებით 77%-ით შემცირდა ავტომობილების რეექსპორტი. შემცირებულია ასევე ბენზინით, დიზელით და ბუნებრივი გაზით საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროს შემოსავალი. შემცირდა ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით, ვეხსაცმლითა და ტანსაცმლით. მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ტურისტულ სექტორში 94%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. სულ დაახლოებით 36 ათასი ვიზიტი განხორციელდა, როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 618 ათასს აღემატებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system