თავში

"მშვიდობის გლობალურ ინდექსში" საქართველო 6 საფეხურით დაწინაურდა

"მშვიდობის გლობალურ ინდექსში" საქართველო 6 საფეხურით დაწინაურ
მშვიდობის გლობალურ ინდექსში საქართველო 6 საფეხურით დაწინაურდა

საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ „ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტმა“ „მშვიდობის გლობალური ინდექსის“ 2021 წლის ანგარიში წარმოადგინა. მონაცემები 163 ქვეყანაში, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 99,7% ცხოვრობს, მშვიდობის დონის 2020 წლის ვითარებას ასახავს.

რეიტინგში საქართველო 89-ე ადგილზეა. საქართველო მსოფლიო რეიტინგში წინა წელთან შედარებით, ექვსი საფეხურით დაწინაურდა.

ინსტიტუტმა მსოფლიო ქვეყნების მშვიდობიანობა შეაფასა სამი ძირითადი მიმართულებით: პირველი – მილიტარიზაცია; მეორე- საზოგადოების დაცულობა; მესამე – შიდა და გარე კონფლიქტები.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2007-2012 წლებში ზედიზედ 6 წლის მანძილზე, ყოველწლიურად რეიტინგის უკანასკნელი ოცეულის მიდამოში იყო „ნაკლებად მშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსით. 2010 წლის ანგარიშის მიხედვით კი, საქართველოს „ძალიან არამშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსიც კი ჰქონდა. 2010 წელს საქართველო 163 ქვეყანას შორის 156-ე ადგილს იკავებდა.

მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად კვლავ ისლანდია დასახელდა, რომელიც პირველ ადგილს 2008 წლიდან იკავებს. მას მოსდევს ახალი ზელანდია, დანია, პორტუგალია, სლოვენია, ავსტრია, შვეიცარია, ირლანდია, ჩეხეთი და კანადა.

მშვიდობის ინდექსი გასული წლის განმავლობაში 87 ქვეყანაში გაუმჯობესდა, ხოლო,  73-ში გაუარესდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system