თავში

მსხვილ ქსელურ მარკეტებში სურსათის საკმარისი მარაგებია

მსხვილ ქსელურ მარკეტებში სურსათის საკმარისი მარაგებია
მსხვილ ქსელურ მარკეტებში სურსათის საკმარისი მარაგებია

მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში საკმარისი, რამდენიმე თვის სასურსათო მარაგია და ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს.

ქვეყანაში არსებული მარაგის საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბიზნესომბუდსმენთან ერთად მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვდრისას განიხილა. 

შეხვედრაზე ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის შეუფერხებელი მიწოდებისა და მათზე ფასების შენარჩუნების საკითხზეც იმსჯელეს.

შეგახსენებთ,  ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო,- ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომლის ფასს სახელმწიფო აზღვევს.

ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით მოახდენს 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვას, სავალუტო კურსის სხვაობას სახელმწიფო დაასუბსიდირებს. 

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა 24 მარტს დამტკიცდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system