თავში

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტირების წესი შეიძლება შეიცვალოს

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტირების წესი შეიძლება შეიცვალოს
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტირების წესი შეიძლება შეიცვალოს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტზე გაყვანასთან დაკავშირებით შეზღუდვის გამკაცრებას გეგმავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, შესაბამისი პროექტი, უწყებას მზად აქვს და წლის ბოლომდე მთავრობას წარუდგენს.

„ჩვენ უკვე მრავალი თვეა, ვამბობთ, რომ საქართველოში ხორცის დეფიციტიასასაკლაოები ჩივიან, რომ მათ სულ უფრო და უფრო უჭირთ პირუტყვის შოვნა დასაკლავად და ეს არის სწორედ მისი გამოძახილი სტატისტიკაში. რამდენიმე ფაქტორია, რამაც ეს გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ექსპორტის მაჩვენებელი, როდესაც უკანასკნელი 3-4 წლის მანძილზე ქვეყნიდან დაახლოებით 500 ათასი რქოსანი პირუტყვი გაიყვანეს საზღვარგარეთ გასაყიდად. ბუნებრივია, სწორედ ამან შეამცირა საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მისივე განმარტებით, პირუტყვის ექსპორტია რძისა და რძის პროდუქტების, ასევე ხორცისა და ხორცპროდუქტების გაძვირების მიზეზიც. ხანიშვილის აზრით, საჭიროა ქვეყანაში უფრო მაღალპროდუქტიული უცხოური ჯიშის პირუტყვის გამრავლება, ასევე, ფერმერული მეურნეობების განვითარება.

„უნდა შევძლოთ ინდივიდუალურ, შინა მეურნეობებიდან თანდათანობით გადავიდეთ მსხვილ პროდუქტიულ ფერმებზე, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხობრივ, საფასო და სხვა სტაბილური ელემენტების გაჩენას და ბაზარზე შესაბამისი პროდუქციის მიწოდებას. ეს სეგმენტიც 2-3 წლიან პერიოდში დაიძლევა და ქართველი მეცხოველეები მიაწოდებენ ბაზარს მაღალხარისხიან რძეს, მაღალხარისხიან ხორცს ადეკვატურ ფასებში”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.რომელიც 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტით, ექსპორტზე გასაყვანად მსხვილფეხა ახალბედა პირუტყვის წონა 140 კილოდან მინიმუმ 200 კილომდე გაზრდაა დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system