თავში

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1 პროცენტით შემცირდა და 902.1 ათასი სული შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 436.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 7.1 პროცენტით ჩამორჩება.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 7.3 პროცენტით შემცირდა და 813.6 ათასი სული შეადგინა. ღორების რაოდენობამ 225.4 ათასი სული შეადგინა, რაც 8.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო ფრინველის რაოდენობა 3.7 პროცენტით შემცირდა და 9.1 მლნ. ფრთა შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system