თავში

მსოფლიო ბანკის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება
მსოფლიო ბანკის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ“ უახლესი ანგარიშის თანახმად, 2022 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, შენელდება. Report.ge-ს ცნობით, შესაბამისი ანგარიში TWB-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ანგარიშის მიხედვით, 2022 და 2023 წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ  პოტენციური ზრდის 5-5.5-პროცენტიან მაჩვენებლამდე შენელდება.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო 2021 წელს, 10.5-პროცენტიანი სავარაუდო ზრდით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ითვლებოდა.

ანალიტიკოსები მთავარ რისკ-ფაქტორად ინფლაციურ წნეხს, COVID-19-ის ახალი ვარიანტების გავრცელებას და ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს მიიჩნევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system