თავში

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა
მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა. ფინანსური ორგანიზაცია შეშფოთებულია ავღანეთში არსებული ვითარებით და ქვეყნის განვითარებაზე მისი გავლენით. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

2002 წლიდან დღემდე, მსოფლიო ბანკს ავღანეთის განვითარებისთვის 5,3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული. 

ამჟამად ქვეყანაში მსოფლიო ბანკის ოცზე მეტი პროექტი მიმდინარეობს.

მანამდე ავღანეთს ფინანსური დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეუჩერა.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system