მსოფლიოში ნავთობზე ფასი კორექციის ფარგლებში გაიზარდა, რაც რიგ ქვეყნებში საკარანტინო შეზღუდვების დაბრნებითა და ნედლეულზე მოთხოვნის კლებით არის განპირობებული.
Brent-ის ტიპის ნავთობის ქოტიმბრის ფიუჩერსების ფასი 0,37%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,97 აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო სექტემბრის ფიუჩერსები 0,48%-ით გაიზარდა, ბარელზე 74,86 აშშ დოლარამდე.
WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,32%-ით გაიზარდა და ბარელზე 72,14 აშშ დოლარად ბარდება.
ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოში დელტას შტამის გავრცელება მოვაჭრეების შეშფოთებას იწვევს. საკარანტინო შეზღუდვების გამკაცრებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ეკონომიკის აღდგენას და შეამციროს ნავთობზე მოთხოვნა.
შეგახსენებთ, OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების საკითხზე კომპრომისს მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აგვისტოდან ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 400 ათასი ბარელით გაიზრდება. შესაბამისად, კრიზისამდელ მდგომარეობას ქვეყნები 2022 წლის ბოლოს მიაღწევენ.