თავში

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კორექციის ფარგლებში გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კორექციის ფარგლებში გაიზარდა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კორექციის ფარგლებში გაიზარდა

მსოფლიოში ნავთობზე ფასი კორექციის ფარგლებში გაიზარდა, რაც რიგ ქვეყნებში საკარანტინო შეზღუდვების დაბრნებითა და ნედლეულზე მოთხოვნის კლებით არის განპირობებული.  

Brent-ის ტიპის ნავთობის ქოტიმბრის ფიუჩერსების ფასი 0,37%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,97 აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო სექტემბრის ფიუჩერსები 0,48%-ით გაიზარდა, ბარელზე 74,86 აშშ დოლარამდე.

WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,32%-ით გაიზარდა და ბარელზე 72,14 აშშ დოლარად ბარდება.

ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოში დელტას შტამის გავრცელება მოვაჭრეების შეშფოთებას იწვევს. საკარანტინო შეზღუდვების გამკაცრებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ეკონომიკის აღდგენას და შეამციროს ნავთობზე მოთხოვნა.

შეგახსენებთ, OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების საკითხზე კომპრომისს მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აგვისტოდან ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 400 ათასი ბარელით გაიზრდება. შესაბამისად, კრიზისამდელ მდგომარეობას ქვეყნები 2022 წლის ბოლოს მიაღწევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system