თავში

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა

მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასები დაახლოებით 1%-ით შემცირდა.

Brent-ის ტიპის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი 1,03%-ით დაეცა და ბარელზე 74,63 აშშ დოლარს შეადგენს. 

WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0.91%-ით შემცირდა და ბარელზე 73.28 აშშ დოლარად ბარდება.

ნავთობზე ფასების ვარდნა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტალღითა და ინდური შტამის გავრცელებით არის განპირობებული.

მძიმეა ვითარება ჩინეთშიც, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ნავთობის მომხმარებელია. 

შეგახსენებთ, OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების საკითხზე კომპრომისს მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აგვისტოდან ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 400 ათასი ბარელით გაიზრდება. შესაბამისად, კრიზისამდელ მდგომარეობას ქვეყნები 2022 წლის ბოლოს მიაღწევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system