თავში

მსოფლიო ყოველწლიურად 400 მილიარდი დოლარის ღირებულების საკვებს კარგავს

მსოფლიო ყოველწლიურად 400 მილიარდი დოლარის ღირებულების საკვებს კარგავს
მსოფლიო ყოველწლიურად 400 მილიარდი დოლარის ღირებულების საკვებს კარგავს

Bloomberg, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაზე დაყრდნობით სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ყოველწლიურად დაახლოებით $400 მილიარდი დოლარის ღირებულების საკვებს კარგავს, სანამ ის მაღაზიის დახლზე განთავსდება. ეს მაშინ, როცა დედამიწაზე ყოველდღიურად 820 მილიონი ადამიანი შიმშილისგან იტანჯება.

როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) იუწყება, დაკარგული საკვების 14% ცენტრალურ და სამხრეთ აზიაზე, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ეს 2016 წლის მონაცემებია, მას შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა. 

როგორც Bloomberg წერს, ამ მოცულობის დანაკარგის შემცირება უკეთესი ინფრასტრუქტურითა და სამაცივრე მეურნეობებითაა შესაძლებელი. სახელმწიფოებსა და ინვესტორებს Fao ამ სეგმენტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.


მსოფლიო ლიდერებმა უკვე გასცეს გარკვეული დაპირებები, რომ 2030 წლისთვის საკვების წარმოებაში დანაკარგები აუცილებლად შემცირდება და კომპანიებიც თავის მხრივ ეცდებიან ეფექტიანობის გაზრდას.

“საკვების დაკარგვა დიდ ტვირთად აწვება გარემოს და იმ ბუნებრივ რესურსებს, რომელსაც პირველადი გამოყენებისთვის მოვიხმართ. ეს ნიშნავს, რომ წყლისა და მიწის რესურსი იფლანგება, საწარმოები კი ფაქტობრივად არაფრის გამო აბინძურებენ გარემოს” - აცხადებს გაეროს წარმომადგენელი ქუ დონგი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რეალიზაციის შემდეგ ხორცპროდუქტების 37% და ხილისა და ბოსტნეულის თითქმის მეხუთედი ასევე ფუჭდება და მისი გამოყენება ვერ ხერხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system