თავში

მსოფლიო თასის პირველი ეტაპი Ski Cross-ში ბაკურიანში ჩატარდება

მსოფლიო თასის პირველი ეტაპი Ski Cross-ში ბაკურიანში​ ჩატარდება
მსოფლიო თასის პირველი ეტაპი Ski Cross-ში ბაკურიანში ჩატარდება

2021 წლის თებერვალში, მსოფლიო თასის პირველი ეტაპი Ski Cross-ში, ბაკურიანში ჩატარდება. 

ამის შესახებ ხელშეკრულება,საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასა (FIS) და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას (GSF) შორის ოფიციალურად გაფორმდა.

შეგახსენებთ, ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდა. საბაგიროები არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა ჯამში პირველ ეტაპზე საათში 5 400 მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც ჯამურად 7 200 მგზავრამდე არის შესაძლებელი. ინოვაციური, უახლესი მოდელით შექმნილი საბაგიროები რეგიონში იმითაც გამოირჩევა, რომ მიწისქვეშა ფარეხი გააჩნია.

2023 წელს ბაკურიანი ფრი სტაილში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2021 წელს ბაკურიანი უკვე უმასპინძლებს პირველ შეჯიბრს ახალი საბაგიროებისა და ახალი ტრასების მეშვეობით. ეს იქნება პირველი სატესტო ღონისძიება ქროსის დისციპლინაში, სქი ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი.

ჩემპიონატის კალენდარი ასე გამოიყურება:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system