თავში

მსოფლიო ტურიზმმა 460 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა

​მსოფლიო ტურიზმმა 460 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა
მსოფლიო ტურიზმმა  460 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიო ტურიზმის სექტორმა 2020 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 460 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

მათივე ცნობით, 2020 წლის პირველ ნახევარში ტურისტების საერთაშორისო მგზავრობის მაჩვენებელი 65%-ით შემცირდა.

ყველაზე მეტად აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი დაზარალდნენ, სადაც, წლის პირველ ნახევარში, ტურისტების რაოდენობა 72%-ით შემცირდა, მეორე ადგილზეა ევროპა - 66%-იანი კლებით, მესამეზე კი ამერიკა, სადაც აღნიშნულ პერიოდში ტურისტების რაოდენობა 55%-ით შემცირდა, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კი ტურისტების რიცხვმა 57%-ით იკლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system