თავში

მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება

მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება
მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება

2020-დან 2025 წლამდე მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება , - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორმა გიტა გოპინატმა განაცხადა. ზარალის მიზეზად კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისი სახელდება. 

გოპინატი ამტკიცებს, რომ ვაქცინაციის გააქტიურების შედეგად წლის ბოლომდე ეკონომიკური ცხოვრება მნიშვნელოვნად აღდგება, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი დარწმუნებულია, რომ პანდემიით გამოწვეული შედეგები კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება.

გიტა გოპინატი განმარტავს, რომ პანდემიამ განსაკუთრებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა დააზარალა. ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და მორალური წნეხის ქვეშ მოექცა განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system