თავში

მსოფლიოს ფოსფორის დეფიციტი ემუქრება

მსოფლიოს ფოსფორის დეფიციტი ემუქრება
მსოფლიოს ფოსფორის დეფიციტი ემუქრება

ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასკვნა, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოში შეიძლება ფოსფორის მწვავე დეფიციტი გაჩნდეს, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის აუცილებელი მინერალია.

დეფიციტის მიზეზი, რამაც შეიძლება შიმშილობა გამოიწვიოს, მინერალური სასუქების ირაციონალური გამოყენება იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Science Alert ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბოლო 50 წლის განმავლობაში, გამოყენებული ფოსფორის სასუქების რაოდენობა 50-ჯერ გაიზარდა, ხოლო 2050 წლისთვის მოსალოდნელია, რომ მათზე მოთხოვნა გაორმაგდება. თუ მის შესანარჩუნებლად არაფერი გაკეთდება, ფოსფორის რეზერვები შეიძლება მალე ძალიან შემცირდეს.

ზოგიერთი თეორიული მოდელი პროგნოზირებს, რომ მოხმარების ამჟამინდელი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 80 წლის შემდეგ ფოსფორი შესაძლოა გაქრეს, რაც მოსავლის უკმარისობას გამოიწვევს. უფრო კონსერვატიული შეფასებით, ეს 400 წელიწადში მოხდება, ხოლო ყველაზე პესიმისტური პროგნოზები 40-წლიან პერიოდზე მიუთითებს.

მეცნიერების აზრით, კრიზისის თავიდან აცილების უმთავრესი პირობა ფოსფორის მოხმარების შემცირება, ასევე მისი ხელახლა გამოყენების გზების შემუშავება იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system