თავში

მსოფლიოს რომელ ქალაქებშია ყველაზე დიდი საცობები

მსოფლიოს რომელ ქალაქებშია ყველაზე დიდი საცობები
მსოფლიოს რომელ ქალაქებშია ყველაზე დიდი საცობები

საერთაშორისო ორგანიზაციები აწარმოებენ წლის განმავლობაში საცობში გატარებული დროის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც ევროპაში ყველაზე უარესი მაჩვენებლები აქვთ:

1) რომი (254 საათი)
2) დუბლინი (246 საათი)
3) ლონდონი (227 საათი)

მსოფლიოში:
1) ბოგოტა (272 საათი)
2) რომი (254 საათი)
3) დუბლინი (246 საათი)

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ყუირადღებას ამახვილბს იმ ფაქტზე, რომ 2015 წელს, თბილისში საცობების განმუხტვის მიზნით, დედაქალაქის მერმა ექსპერტები მოიწვია დუბლინიდან, რომელმაც, ექსპერტის თქმით, ბოლო 10 წელია თავი ვერაფრით დააღწია საცობებს და გზებზე დატვირთულობის პროცენტითაც მუდმივად "მოწინავეთა" რიგებშია. 2020 წელს კი, დასავლეთ ევროპაში პირველი, ხოლო მსოფლიოს ქალაქებს შორის მე-6 ადგილი მოიპოვა, როგორც ყველაზე დატვირთულმა ქალაქმა.

"რატომ მაინცდამაინც დუბლინი?" - ჰკითხეს დავით ნარმანიას, მაშინდელ თბილისის მერს. "თვე-ნახევრის წინ დუბლინში ვიზიტისას გავეცანი ქალაქის სატრანსპორტო ნაკადებისა და საცობების მართვის სისტემას, რაც ძალიან მომეწონა..." - უპასუხა მან," - წერს დავით მესხისვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system