თავში

მსოფლიოს რომელ ქალაქში გაძვირდა უძრავი ქონება

მსოფლიოს რომელ ქალაქში გაძვირდა უძრავი ქონება
მსოფლიოს რომელ ქალაქში გაძვირდა უძრავი ქონება

ჩინური სიანი პირველია იმ ქალაქების რეიტინგში, სადაც 2019 წელს უძრავი ქონება ყველაზე მეტად გაძვირდა. სიანში ფასებმა 25,1%-ით მოიმატა. ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ინდექსში Global Residential Cities Index-ი (GRCI), რომელიც საკონსალტინგო კომპანია Knight Frank-მა მოამზადა. ამ რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი, სადაც უძრავ ქონებაზე ფასები 24,2%-ით გაიზარდა. მესამე ადგილზეა ინდური ქალაქი ჰაიდარაბადი, აქ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უძრავი ქონება 18,3%-ით გაიზარდა. ტოპათეული,სადაც 2019 წელს უძრავი ქონება ყველაზ ემეტად გაძვირდა, ასე გამოიყურება:

  • სიანი (ჩინეთი) - 25,1%
  • ბუდაპეშტი (უნგრეთი) - 24,2%
  • ჰაიდარაბადი (ინდოეთი) - 18,3%
  • აჰმედაბადი (ინდოეთი) - 15,3%
  • უჰანი (ჩინეთი) - 14,6%
  • სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი) - 14,6%
  • პორტო (პორტუგალია) - 13,6%
  • ჩანჩინი (ჩინეთი) - 12,1%
  • ზაგრები (ხორვატია) - 11,4%
  • ათენი (საბერძნეთი) - 11,2%

Global Residential Cities Index-ის რეიტინგში სულ 150 ქალაქი მოხვდა. აქედან 120 ქალაქში უძრავი ქონებაზე ფასმა მოიმატა, დანარჩენ 30 ქალაქში კი მცირედით შემცირდა. Knight Frank-ის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად უძრავი ქონება სიდნეიში გაიაფდა - 9,6%-ით. 9,4%-ით შემცირდა ფასები დუბაიში, 9,3%-ით მელბურნში, 7,8%-ით აბუდაბიში, 7,5%-ით ლუბლიანაში და ა.შ.

Report.ge დაინტერესდა მსოფლიოში უძრავი ქონების გაძვირების ფონზე როგორ შეიცვალა ფასები დედაქალაქში. როგორც უძრავი ქონების სააგენტოს „კიბეს“ ხელმძღვანელმა, ნელი გოგუაძემ, გვითხრა, დედაქალაქში უძრავ ქონების ფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა სტაბილურობას მაინც ინარჩუნებს.

„თუ ვარკეთილში ერთი კვადრატული მეტრი 500 დოლარი ღირდა, ახლა 550 დოლარია და მეტროსთან 600 დოლარიც კი ღირს. ზოგადად, პატარა ბინები უფრო იყიდება, დიდ ბინებზე მოთხოვნა ნაკლებია, შესაბამისად, შესაძლოა, ფასი დააკლდეს. გაზრდის მკვეთრი ტენდენცია არ შეინიშნება.რაც შეეხება მეორად ბინებს, ამ შემთხვევაში ფასი ცოტა იკლებს, რადგან ძველ ბინების რეალიზაცია რთულია,“ - განაცხადა გოგუაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system