თავში

მსოფლიოს რომელ ნაწილს დააზარალებს ყველაზე მეტად კლიმატის ცვლილება

მსოფლიოს რომელ ნაწილს დააზარალებს ყველაზე მეტად კლიმატის ცვლილება
მსოფლიოს რომელ ნაწილს დააზარალებს ყველაზე მეტად კლიმატის ცვლილება

BBC ის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად აფრიკის კონტინენტს დააზარალებს. სააგენტო ამ ინფორმაციას კლიმატის ექსპერტ რიჩარდ ვაშინგტონის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვაშინგტონის პროგნოზით, ნალექების შემცირება აფრიკაში წყლის დეფიციტს გააჩენს. 

მეცნიერიოს მტკიცებით, თუ 2100 წლამდე მსოფლიო მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 2 გრადუსით გაიზრდება, აფრიკის კონტინეტნზე საშუალოდ 4-5-გრადუსიანი ზრდაა ნავარაუდევი.

მისივე თქმით, აფრიკელ ხალხს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა გაუჭირდება დაბალი ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის გამო.

მეცნიერი ასევე ვარაუდობს, რომ კლიმატის ცვლილება მსოფლიოს ყველზე დიდი უდაბნოს-საჰარას კიდევ უფრო გაზრდის, რაც უდაბნოს ირგვლივ დასახლებებს შეიწირავს. მილიონობით ადამიანს გადასახლება მოუწევთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system