თავში

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა $135 მილიარდით იზარალეს

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა $135 მილიარდით იზარალეს
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა $135 მილიარდით იზარალეს

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, საფონდო ბირჟებზე Evergrande-თან დაკავშირებული შფოთის შედეგად გამოწვეული გლობალური ვარდნის შემდეგ, მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ჯამში 135 მილიარდი აშშ დოლარით იზარალა.

Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, $7,2 მილიარდიანი დანაკარგით ლიდერობს Tesla-ს დირექტორი ილონ მასკი. მისი ქონება $198 მილიარდამდე შემცირდა. 

ზარალის ოდენობით მეორე ადგილზე  ჯეფ ბეზოსია, Amazon.com-ის დამფუძნებელმა $5.6 მილიარდი დაკარგა და მისი ქონება ამჟამად $194.2 მილიარდს შეადგენს.

ჩინური უძრავი ქონების დეველოპერმა Evergrande Group-მა  სესხის პროცენტის გადახდა მინიმუმ ორი უმსხვილესი კრედიტორი ბანკისთვის ვერ შეძლო. ქვეყნის უმსხვილესი დეველოპერი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ჩინური ბაზრისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი დავალიანების რესტრუქტურიზაციას. $300 მილიარდიანი დავალიანების მქონე დეველოპერის მხრიდან ვალდებულების ვერ შესრულების რისკმა გლობალური ბაზრებიც შეარყია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system