თავში

მსოფლიოში ბიოპოტენციალის დეფიციტია

მსოფლიოში ბიოპოტენციალის დეფიციტია
მსოფლიოში ბიოპოტენციალის დეფიციტია

მსოფლიოში ბიოპოტენციალის დეფიციტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები იმაზე მეტს რესურსს მოიხმარენ, ვიდრე დედამიწა წარმოქმნის. მსოფლიოს ბიოპოტენციალი ამერიკელმა მკვლევარებმ გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მდიდარი ქვეყნები ამ პრობლემას ჭარბი მოხმარებით ართულებენ და დედამიწის ღარიბ უმრავლესობას „ეკოლოგიურ სიღარიბეში“ ამყოფებენ.

ჟურნალ Nature Sustainability-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,  ადამიანები ყოველწლიუად 73%-ით მეტ რესურსებს მოიხმარენ, ვიდრე დედამიწა ამავე პერიოდში აწარმოებს. მკვლევართა მტკიცებით, თუ ადამიანი მსოფლიო ბიოლოგიურ პოტენციალზე მეტი რესურსების მოხმარებას განაგრძობს, საბოლოო ჯამში რესურსების ბუნებრივი დონე შემცირდება და ერთხელაც მთლიანად ამოიწურება.

1980 წელს კაცობრიობამ თავისი წლიური ბიოპოტენციალის 119% გამოიყენა, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 54%-ით 173%-მდე გაიზარდა. ეს მატება მდიდარი ქვეყნების ცხოვრების მაღალ დონესთანაა დაკავშირებული, რომლის შენარჩუნებასაც მეტი რესურსების მოხმარება სჭირდება.

ბიოპოტენციალი ნიშნავს ეკოსისტემის მიერ რესურსების გამომუშავების პოტენციალს კაცობრიობის მოხმარებასთან შედარებით. ბიოლოგიური პოტენციალის ჭარბი ხარჯვა ტყეების მაგალითზე ჩანს. თუ ყოველწლიურად მსოფლიოში არსებული ტყის ფონდის 2% გაიჩეხება, ასაკოვანი ხეები მსოფლიოში 25 წელიწადში გაქრება და ეს ჰიპოტეტური დაშვება კი არა, დღეს არსებული რეალობაა. მაღალშემოსავალიან ქვეყნებში მოსახლეობის 14% ცხოვრობს, თუმცა, პლანეტის ბიოპოტენციალის 52%-ს სწორედ ისინი მოიხმარენ. მდიდარი ქვეყნები ასე შედიან იმ სახელმწიფოთა რიცხვში, რომლებშიც რესურსებზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს ბუნებრივ პოტენციალს მნიშვნელოვნად აღემატება.

მკვლევარების მტკიცებით, „ეკოლოგიური გადაჭარბება“ სერიოზული წინაღობაა მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის გზაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system