თავში

მსოფლიოში მარცვლეულის ფასმა 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია - გაერო

მსოფლიოში მარცვლეულის ფასმა 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია - გაერო
მსოფლიოში მარცვლეულის ფასმა 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია - გაერო

2021 წლის ბოლოს მარცვლეულის ფასმა 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და 2020 წლის მაჩვენებელს 27,2%-ით გადააჭარბა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია UN News-ზე გამოქვეყნდა.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, სიმინდზე ფასები 44,1%-ით გაიზარდა, ხორბალზე - 31,3%-ით. ამასთან, ბრინჯის ფასი 4%-ით დაეცა.

ზოგადად, 2021 წლის დეკემბერში ძირითადი საკვები პროდუქტების ფასები ოდნავ შემცირდა, მაგრამ 2020 წლის ნიშნულთან შედარებით მაღალ ნიშნულზე რჩება.  

„ნორმალურ პირობებში, მაღალი ფასები იწვევს წარმოების ზრდას, მაგრამ რესურსების ფასების ზრდა, მიმდინარე გლობალური პანდემია და მზარდი არაპროგნოზირებადი ამინდის პირობები 2022 წელს ბაზრის სტაბილიზაციის იმედს არ ტოვებს“, - განაცხადა FAO-ს უფროსმა ეკონომისტმა, აბდულრეზა აბასიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system