თავში

მსოფლიოში ნავთობის ფასი ეცემა

მსოფლიოში ნავთობის ფასი ეცემა
მსოფლიოში ნავთობის ფასი ეცემა

მსოფლიო ნავთობზე ფასები ეცემა. ექსპერტების შეფასებით, ამას ირანის მხრიდან მომარაგების ზრდა განაპირობებს.

08.40 საათისთვის  აგვისტოს ფიუჩერსების ფასი Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ნარევზე 0,37%-ით და ბარელზე 72,25 აშშ დოლარი შეადგინა, ივლისის ფიუჩერსები WTI-ის ტიპის ნავთობზე 0,34%-ით შემცირდა და  ბარელზე 70,05 აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, აშშ-მა  სანქციები გააუქმა სამი ფიზიკური პირის მიმართ, მათ შორის ირანის ნავთობკომპანიის ხელმძღვანელების მიმართ. 

ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია და პარტნიორები გასულ კვირას შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვებაზე დაწესებული შეზღუდვები ივლისშიც გაგრძელდება.

ნავთობზე მოთხოვნის კლების გამო, გასული წლის მაისიდან OPEC +- მა მისი მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა. ვითარების სტაბილიზაციის შედეგად, არსებული შეზღუდვები შემსუბუქდა. მიმდინარე წლის აპრილში ნებადართული იქნა დღიურად 6,9 მილიონი ბარელის მოპოვება, მაისში - 6,55 მილიონი ბარელის, ივნისში - 6,2 მილიონის, ხოლო ივლისში - 5,76 მილიონის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system