თავში

მსოფლიოში ნავთობზე ფასებმა იკლო

მსოფლიოში ნავთობზე ფასებმა იკლო
მსოფლიოში ნავთობზე ფასებმა იკლო

მსოფლიო სავაჭრო მონაცემებით, აშშ-ში "შავი ოქროს" წარმოებისა და მარაგების გაზრდის გამო, მსოფლიოში ნავთობზე ფასები ეცემა.

საქარელოს დროით 08:53 საათისთვის აგვისტოს ფიუჩერსების ფასები Brent-ის ტიპის ნავთობზე 0.68%-ით დაეცა და  ბარელზე 71.74 აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, WTI-ის ივლისის ფიუჩერსი  0.64%-ით, ბარელზე 69.52 აშშ დოლარამდე დაეცა.

4 ივნისის კვირის განმავლობაში, "შავი ოქროს" წარმოება დღეში 0,2 მილიონი ბარელით, 11 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. 

ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია და პარტნიორები გასულ კვირას შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვებაზე დაწესებული შეზღუდვები ივლისშიც გაგრძელდება.

ნავთობზე მოთხოვნის კლების გამო, გასული წლის მაისიდან OPEC +- მა მისი მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა. ვითარების სტაბილიზაციის შედეგად, არსებული შეზღუდვები შემსუბუქდა. მიმდინარე წლის აპრილში ნებადართული იქნა დღიურად 6,9 მილიონი ბარელის მოპოვება, მაისში - 6,55 მილიონი ბარელის, ივნისში - 6,2 მილიონის, ხოლო ივლისში - 5,76 მილიონის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system