თავში

მსოფლიოში პირველი კანაფის ლეგალური კაფე გაიხსნა

მსოფლიოში პირველი კანაფის ლეგალური კაფე გაიხსნა
მსოფლიოში პირველი კანაფის ლეგალური კაფე გაიხსნა

აშშ-ის შტატ კალიფორნიაში კაფე სახელწოდებით Lowell Farms გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში პირველი კანაფის ლეგალური კაფეა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ახლად გახსნილი კაფე სხვა კაფეების მსგავსად სტუმრებს ათობით სხვადასხვა სახეობის საკვებსა და სასმელს სთავაზობს. ამასთან, Lowell Farms-ში მყოფ სტუმრებს კანაფის მიღებაც შეეძლებათ, რომელიც კანონის სრული დაცვით იქნება დასაშვები.

აღსანიშნავია, რომ გახსნამდე Lowell Farms-ს არაერთი შემოწმების გავლა და ლიცენზიის მოპოვება დასჭირდა.

Lowell Farms-ის მთავარი მზარეული ანდრეა დრამერი აცხადებს, რომ კაფე ფართო საზოგადოებაზეა გათვლილი და ის სტუმრების მისაღებად სრულებით მზადაა.

„კაფის საერთო ფართობი 1 800 კვ.მ.-ს შეადგენს, სადაც სტუმრებისთვის მოწყობილია როგორც მწეველთა, ასევე არამწეველთა ზონები. ასევე მათ დროის გატარება კაფის შიდა და ღია ცისქვეშა სივრცეებში შეეძლებათ“- აღნიშნავს ის.

როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, მათ სურდათ შეექმნათ ისეთი სივრცე, სადაც ადამიანებს მშვიდ და წყნარ გარემოში ღიად შეეძლებოდათ კანაფის მოხმარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system