თავში

მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი ჩინეთს 12 მილიარდი დოლარი დაუჯდა

მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი ჩინეთს 12 მილიარდი დოლარი დაუჯდა
მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი ჩინეთს 12 მილიარდი დოლარი დაუჯდა

პეკინის ახალი მეგა აეროპორტი 20 სექტემბერს გრანდიოზულად გაიხსნება და პირველ ფრენასაც შეასრულებს. ღონისძიება სახალხო რესპუბლიკის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიგეგმა, ოფიციალურად კი რეისებს აეროპორტი 30 სექტემბრიდან შეასრულებს.

პეკინის ცენტრიდან დაახლოებით 46 კილომეტრში მდებარე დექსინგის საერთაშორისო აეროპორტი 1,4 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული, აქედან, 700.000 კვადრატული მეტრი მხოლოდ ტერმინალს უჭირავს. აეროპორტს დღეში 100 მილიონი მგზავრის მიღება შეუძლია. შენობაში უამრავი რესტორანი, კაფე-ბარი, მაღაზიები, შოპინგ–ცენტრები თუ სასტუმროები იფუნქციონირებს, აეროპორტს ექნება უამრავი გასართობი დაწესებულებაც.

პეკინის სამხრეთით დაქსინგის აეროპორტის მშენებლობა 5 წელია მომდინარეობს. 12 მილიარდ დოლარიანი პროექტის მშენებლობაში 40 000 ადამიანი იყო ჩართული.

ცნობისთვის, ამ დროისათვის მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტი ატლანტის საერთაშორისო აეროპორტია, პეკინის გათვლით, 2022 წლისთვის ამ მხრივ ლიდერი დექსინგის ტერმინალი გახდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system