თავში

მსოფლიოში საკვები პროდუქტები ძვირდება - FAO

მსოფლიოში საკვები პროდუქტები ძვირდება - FAO
მსოფლიოში საკვები პროდუქტები ძვირდება - FAO

მსოფლიოში საკვები პროდუქტების ფასები ზედიზედ მეოთხე თვეა იზრდება, რაც ხორბალსა და რძის პროდუქტებზე ძლიერი მოთხოვნით არის განპირობებული. ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ავრცელებს.

2021 წლის ნოემბერში სურსათზე ფასების ინდექსმა 134,4 პუნქტი შეადგინა, რაც 2011 წლის ივნისის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია და ოქტომბრის მაჩვენებელს 1,2%-ით აღემატება. 

ნოემბერში ყველაზე დიდი ზრდა რძის პროდუქტების ფასებზე დაფიქსირდა, რომელიც ოქტომბერთან შედარებით 3,4%-ით გაიზარდა. ამასთან, გლობალური იმპორტის მოთხოვნა კარაქზე და რძის ფხვნილზე ძლიერი რჩება.  

მარცვლეული კულტურების ფასების ინდექსი ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით 3,1%-ით გაიზარდა. წლიური თვალსაზრისით ის 23.2%-ით არის მომატებული.

შაქრის ფასის ინდექსი ნოემბერში 1.4%-ით მეტი იყო ოქტომბრის მაჩვენებელზე და თითქმის 40%-ით მეტი 2020 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე. ზრდა განაპირობა ეთანოლის უფრო მაღალმა ფასებმა.

ამასთან, ხორცის ფასის ინდექსი 0,9%-ით დაეცა. ღორის ხორცზე მსოფლიო ფასები დაეცა ჩინეთიდან შესყიდვების შემცირების გამო. საქონლისა და ფრინველის ხორცზე ფასები ძირითადად სტაბილურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system