თავში

მთაწმინდას 4 ახალი სპორტული მოედანი ექნება

მთაწმინდას 4 ახალი სპორტული მოედანი ექნება
მთაწმინდას 4 ახალი სპორტული მოედანი ექნება

მთაწმინდის რაიონში ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სრულდება.მოედნების კეთილმოწყობა სულხან-საბას და ჯამბულის ქუჩებზე, ასევე, ოქროყანაში, ბ და გ ზონებში მიმდინარეობს. სპორტული სივრცეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა. სამი კომბინირებული, ხოლო ერთი საფეხბურთო მოედანი სრულიად ახალი ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტის ფარგლებში, განახლდა ტრიბუნები და დამონტაჟდა განათების ქსელი, იცვლება ხელოვნური საფარი. ოთხივე მოედნის რეაბილიტაციას შპს „კვადრელი“ ახორციელებს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფინალურ ეტაპს მთაწმინდის გამგებელი, დავით კირკიტაძე, ინფრასტრუქტურის მიმართულებით კურატორ მოადგილესთან ერთად გაეცნო.

სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 320 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system