თავში

მთავრობა 2022 წელს უცხოური ინვესტციების ახალ ნაკადს ელის

მთავრობა 2022 წელს უცხოური ინვესტციების ახალ ნაკადს ელის
მთავრობა 2022 წელს უცხოური ინვესტციების ახალ ნაკადს ელის

"2022 წელს, როდესაც მსოფლიო არსებითად დაძლევს პანდემიას, ჩვენ უცხოური ინვესტციების ახალ ნაკადს ველოდოთ და ამისთვის ვმუშაობთ," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მოლოდინს ამყარებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის საერთაშორისო აღიარება. 

„საქართველოს ეკონომიკა დასახელდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია და მიმზიდველი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ინვესტორებისთვის. ეს კვლევა საკმაოდ დეტალური იყო. ორგანიზაციამ საქართველოში მსგავსი კვლევა პირველად ჩაატარა. შეისწავლეს 22 დარგი - რა ბარიერები და რა პრაქტიკა არსებობს ინვესტორებთან თანამშრომლობის. სწორედ ამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველო მსოფლიოში, მართლაც ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ინცვესტორებთან მიმართებაში. შეგახსენებთ, რომ ამ რამდენიმე თვის წინ ჩვენმა საინვესტიციო გარემომ დადებითი შეფასება მიიღო აშშ-ის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, როგორც ღია და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა. ეს არის კარგი საწინდარი იმისთვის, რომ 2022 წელს, როდესაც მსოფლიო არსებითად დაძლევს პანდემიას, ჩვენ უცხოური ინვესტციების ახალ ნაკადს ველოდოთ და ამისთვის ვმუშაობთ. პანდემიის მიუხედავად, ბევრი ახალი პროექტი დაიწყო აიტი ინდუსტრიაში, საპორტო ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკასა და ბევრ სხვა დარგში. ეს პროცესი 2022 წელს გაძლიერდება. ჩვენ ამისათვის მთავრობასთან ერთად ახალი ბერკეტები შემოგვაქვს, იგივე „აწარმოე საქართველოში“ და მისი კომპონენტი უცხოელ ინვესტორებზეა ორიენტირებული“, - განაცხადა თურნავამ.

საქართველოში FDI მარაგებმა მშპ-ის 100%-ზე მეტი შეადგინა, შედეგად ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკად დასახელდა FDI-მიზიდველობით. 80 ქვეყანას შორის FDI-მიმზიდველობით საქართველო მერვე ადგილზეა.

USAID და "აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიული მასშტაბი იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს.

ცნობისთვის, საქართველომ საინვესტიციო პოლიტიკა მთლიანად შეცვალა და პროაქტიულ მოდელზე გადავიდა. პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო კომპონენტის ნაწილში დაემატა კომპონენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში, FDI გრანტები. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, FDI გრანტები შეეხება უცხოურ კომპანიებს, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, გადმოიტანენ ან საქართველოში გახსნიან ახალ ბიზნესებს, ჩადებენ გარკვეულ ინვესტიციებს და დაასაქმებენ არანაკლებ 150 ადამიანს. ასეთ კომპანიებს საქართვლოს ხელისუფლება მილიონ ლარამდე გრანტს მისცემს იმისთვის, რომ დაიფაროს ხარჯები, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების მომზადება-გადამზადებასთან და გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან.

შეგახსენებთ, წელს საქართველოს რეგულარულად სტუმრობენ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები.

მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალი პოლიტიკა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად შემუშავდა. ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს.

სპეციალურად უცხოელი ინვესტორებისთვის მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფულის დაბანდებისას საქართველო ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით.

რა არის „FDI გრანტი და ზოგადად, ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაზე.

რაც შეეხება, საერთაშორისო კომპანიებს, ამ სტატუსის მქონე საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ან კიდევ როგორ ცდილობს ხელისუფლება ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას, იკითხეთ report.ge-ის ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system