თავში

მთავრობა 2025 წელს ტურიზმიდან 6.6 მილიარდ დოლარს ელოდება

მთავრობა 2025 წელს ტურიზმიდან 6.6 მილიარდ დოლარს ელოდება
მთავრობა 2025 წელს ტურიზმიდან 6.6 მილიარდ დოლარს ელოდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის მზრდადი დინამიკის შენარჩუნებას პროგნოზირებს. 

მისი თქმით, საქართველო უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა თემატურ ჰოლში, როგორიც არის სათავგადასავლო ტურიზმი და სამედიცინო ტურიზმი, 2021 წელს კი ქვეყანა იქნება კულტურის პარტნიორი საკონვენციო მიმართულებით. 

ქვრივიშვილის თქმით, მთავარი მისია არის ის, რომ გაიზარდოს საშუალო ღამისთევის რაოდენობა 6-7 ღამემდე, გაიზარდოს საშუალო დანახარჯი 1 მოგზაურზე, დაბალანსდეს სამიზნე ბაზრები ისე, რომ მინიმუმ 30 პროცენტი იყოს ისეთი ბაზრები, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, კორეა, იაპონია და სხვ. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2025 წელს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიიდან 6,6 მილიარდი აშშ დოლარი უნდა შემოვიდეს.

2022 წელი არის ის წელი, როცა საქართველო არის ყველგან, არის გერმანიაში, საერთაშორისო არეალზე, ბილბორდებზე, ელექტრონულ პლატფორმებზე, ტელევიზიაში, რადიოში და მაშინ, როცა ნებისმიერი ვიზიტორი, რომელიც მაგალითად ჩავა გერმანიაში, ყველგან ნახავს საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველომ სოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გერმანიაში, ბერლინში წარდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system