თავში

მთავრობა 30 მილიონს განათლების რეფორმის სწორად დაგეგმვაზე დახარჯავს

მთავრობა 30 მილიონს განათლების რეფორმის სწორად დაგეგმვაზე დახარჯავს
მთავრობა 30 მილიონს განათლების რეფორმის სწორად დაგეგმვაზე დახარჯავს

მომავალი თაობა უნდა იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და ამისთვის მხოლოდ ტრადიციული სწავლის მეთოდები არ იქნება საკმარისი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

„განათლებაში ჩადებულ ინვესტიციებს კონკრეტული შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება. თუმცა თუ არ დავიწყეთ, არც არასდროს გვექნება ეს შედეგები. მე დარწმუნებული ვარ,რომ ამ შედეგების კვალდაკვალ კერძო სექტორიც უფრო გააქტიურდება, სისტემაში შემოვა უფრო მეტი კვალიფიციური კადრი. უნდა მოწესრიგდეს საბაზისო პირობები,როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილში, ისე ანაზღაურების თვალსაზრისით. ჩვენ ბიუჯეტში 75 მილიონ ლარს ვამატებთ ჯილდოსთვის,რომელიც გადაეცემა მასწავლებლებს,მათ ვინც სურვილი გამოთქვეს სისტემიდან წასვლის. ეს ფული მომავალ წელსაც დარჩება და საათების მიხედვით გადანაწილდება სხვა მასწავლებლებზე," - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი ინფორმაციით, საგანმანათლებო ინფრასტრუქტურაზე 280 მილიონი ლარი, წინა წელთან შედარებით 80 მილიონით მეტი დაიხარჯება.

"მსოფლიო ბანკთან ახალი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომელიც ორ კომპონენტს ითვალისწინებს, პირველი კომპონენტის მიხედვით, 60 მილიონი ლარი განათლების მიმართულებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, ხოლო 30 მილიონი ლარი განათლების რეფორმის სწორად დაგეგმვას მოხმარდება. მსოფლიო ქვეყნების განათლების სისტემას თუ შევხედავთ, ვნახავთ,რომ არა მხოლოდ სკოლიდან, არამედ, სკოლამდელი აღზრდიდან იწყებენ რეფორმებს. ამ მიმართულებით დაგეგმილი გვაქვს სიახლეები. სიახლეები შეეხება არამხოლოდ ინფრასტრუქტურას, არამედ ხელფასების ზრდასაც. ჩვენი ახალგაზრდები და მომავალი თაობა უნდა იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და ამისთვის მხოლოდ ტრადიციული სწავლის მეთოდები არ იქნება საკმარისი," -  ამბობს გიორგი კაკაურიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system